ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ელგუჯა თავბერიძის წიგნს როსტომ ჩხეიძე წარადგენს

13 მაისი, 2016 • ირინა მაკარიძე • 1

ელგუჯა თავბერიძის წიგნს როსტომ ჩხეიძე წარადგენს

ქუთაისელი მწერლისა და კრიტიკოსის, ელგუჯა თავბერიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. “ხეზე ასვლა” ასე ქვია წიგნს, რომელსაც დღეს მკითხველს ცნობილი კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე წარუდგენს.

ნაწარმოები დოკუმენტურ პროზას მიეკუთვნება.

საღამო ქუთაისში, “ლიტერატურულ სარდაფში” გაიმართება, რომელიც “ახალგაზრდობის პარკში” მდებარეობს. საღამოს ორგანიზატორის, გიზო თავაძის განცხადებით, “სარდაფში” მრავალ დაინტერესებულ მკითხველს ელოდებიან. მისი თქმით, წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, სიმბოლურ ფასში წიგნის გაყიდვაც მოეწყობა.

მწერალი ელგუჯა თავბერიძე მრავალი პრემიის, მათ შორის “საბას” ლაურეატია.

თეგები: გიზო თავაძეელგუჯა თავბერიძეკონკურსი / ანონსიროსტომ ჩხეიძე