სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დააჭირე თითი წითელ ღილაკს და გაიარე” – რეგულირების შუქნიშნები ქუთაისში

16 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 30

“დააჭირე თითი წითელ ღილაკს და გაიარე” – რეგულირების შუქნიშნები ქუთაისში

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „გლობალ სერვისი“ შეასრულა.

ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქის ორ ადგილზე ფეხით მოსიარულეთა რეგულირების შუქნიშნები დამონტაჟდა.

პირველი ორი რეგულირების შუქნიშანი, ირაკლი აბაშიძისა და რუსთაველის გამზირზე „ზებრა“ გადასასვლელებთან დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში 2 შუქნიშანი, 4 ანძა, 8 სატრანსპორტო და 8 საფეხმავლო შუქნიშანი , ასევე ზებრა გადასასვლელები და 2 კონტროლირებადი ღილაკი მოეწყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ „გლობალ სერვისი“ შეასრულა.

რეგულირების შუქნიშნების საშუალებით მოქალაქეს შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით ავტომობილებს წითელი შუქი აუნთოს და ისე განახორციელოს გადასვლა.

თეგები: გადასასვლელითვითმმართველობაინიციატივამერია