ქუთაისი 18 მაისს “რამაზ შენგელიას” სახელობის ცენტრალური სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
საპატიო ტიტულისათვის ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და თბილისის “დინამო” შეხვდებიან. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. ფინალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.
მატჩს ასევე დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
17 მაისს გუნდები წინასაფინალო ვარჯიშებს ჩაატარებენ. 19:00 საათზე “დინამო” გავა ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანზე, 20:00 საათზე კი “სიონი” ივარჯიშებს.
19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იური იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ.
დასწრება თავისუფალია.