წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალტუბოს თემში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის, მურად ზაქარიაძე- “ქართული ოცნებიდან”, ბუხუტი ფირცხალავა- “ნაციონალური მოძრაობიდან” და ივანე როყვა “თავისუფალი დემოკრატებიდან”.
დღეს რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე იმართება.