ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

24 მაისი, 2016 • Newpress • 1

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 1 ივლისამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

(R)

თეგები: ეკონომიკარძის მწარმოებელი