დღეს, ქუთაისში ველომარათონი მოეწყო. ველომარათონი -“ჯანსაღი გარემო მომავალ თაობას” მე-14 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა. მსვლელობა სკოლიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.
მარათონში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ომარ ნიშნიანიძემ მიიღო.
ველომარათონი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მიეძღვნა.