სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა

1 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 32

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა

გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოს ნანა კაკურიას სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა.

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოს ნანა კაკურიას სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა. გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, მათთვის უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი. მისივე განცხადებით, მათი მოთხოვნაა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ნანა კაკურიას გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას და სამსახურში აღდგენას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის #15 ბაგა–ბაღის გათავისუფლებულმა გამგემ გაერთიანებას სასამართლო პროცესი მოუგო.

თეგები: ბაღების გაერთიანებასასამართლო