სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრადიციული ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2016” იწყება

4 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 102

ტრადიციული ფესტივალი  “თეატრალური იმერეთი 2016”  იწყება

ორი კვირის განმავლობაში, იმერეთის ქალაქებში, 18 სპექტაკლი გაიმართება.

ტრადიციული ფესტივალი – “თეატრალური იმერეთი 2016” 20 ივნისს გაიხსნება.

ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გასსნის, რეჟისორ გიორგი სიხარულიძის სპეკტაკლით “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”. ქუთაისში იგეგმება ასევე რეჟისორ ბექა ყურაშვილის სპექტაკლის “სევდის საგზალი”ჩვენება, რომელიც 25 ივნისს ჩატარდება.

ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, იმერეთის სხვადასხვა ქალაქში თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ფესტივალის ეგიდით, სულ, 18 სპექტაკლი ჩატარდება.

სპექტაკლი საღამოს 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

თეგები: თეატრიფესტივალი