ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება

15 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება

ქუთაისში პროექტის “ეზოების კეთილმოწყობა” ფარგლებში წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან, 45- ეზო უკვე დასრულებულია. პროექტი თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. მერია თანხის 90% -ს, ხოლო მოსახლეობა 10%“-ს გაიღებს.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ავტოქარხნის მაჟორიტარ ბექა ყანჩელთან და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ავტომშენებლის #14-ში და ცხინვალის ქუჩაზე დაათვალიერა.

,,ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მოსახლეობაში. სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად მიმდინარეობს. წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 2-3 ჯერ გაიზარდა ტემპი”,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მიმდემი”აწარმოებს.

თეგები: ეზოების კეთილმოწყობათვითმმართველობამერიაპროექტი