სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მედეა ამირანაშვილის “ვარსკვლავი” დაზიანდა

21 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

ქუთაისში მედეა ამირანაშვილის “ვარსკვლავი” დაზიანდა

ქუთაისის ოპერის წინ ამ დროისთვის 6 ვარსკვლავია.

ქუთაისის ოპერის თეატრის წინ მდებარე ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთ უდიდესი წარმომადგენელის და სახალხო არტისტის მედეა ამირანაშვილის ,,ვარსკვლავი’’ დაზიანებულია. “ვარსკვლავზე” ამოვარდნილია წარწერა, სადაც მედეა ამირანაშვილის სახელი წერია.

როგორ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ “ნიუპრესთან” განაცხადა, ვარსკვლავი თავისით რამდენჯერმე დაზიანდა, რის გამოც იძულებული გახდნენ ფილა შეენახათ.

“რამდენჯერმე დაზიანდა, გავაკეთებთ და ისევ ვარდება. უხარისხოდ არის გაკეთებული, ამიტომ ვფიქრობთ, მთლიანად საჭიროებს შეცვლას და რეაბილიტაციის დაწყებისთანავე მოხდება ვარსკვლავის აღდგენა.

ქუთაისის ოპერის წინ ამ დროისთვის 6 ვარსკვლავია.

თეგები: ვარსკვლავითეატრი