ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გადაუღე ფოტო ქუთაისს და გაიმარჯვე

21 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 53

გადაუღე ფოტო ქუთაისს და გაიმარჯვე

ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ფოტომასალის შეძენაა. დაინტერესებულ პირს შეუძია ქუთაისის ამსახველი ფოტო-სურათების, ერთიანი ხედების, ქუჩების, რიონის სანაპირო სეზონების მიხედვით, დღისა და ღამის პეიზაჟების წარდგენა.

ნამუშევრის მოწოდების ბოლო ვადა: 2016 წლის 1 ივლისი. ნაშრომების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში. ფოტოების მიწოდება მოხდება ელ. ფოსტა: tourism@kutaisi.gov.ge.

თეგები: კონკურსიკონკურსი / ანონსიმერიაფოტო