სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია 3 802 200 ლარის ქონებას ყიდის

26 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 36

ქუთაისის მერია 3 802 200 ლარის ქონებას ყიდის

2016 წელს პრივატიზებიდან ბიუჯეტში 3 500 000 ლარია გათვალისწინებული.

ქუთაისის მერია მიმდინარე წელს პრივატიზებიდან დაახლოებით 3, 5 მილიონ ლარს ელოდება. რაც გასულ წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია. საპრივატიზაციო ნუსხაში რამდენიმე ასეული ობიექტია შეტანილი. ამათგან ნაწილი გაიყიდა, ნაწილს მერია ამ დროისთვის ყიდის.

ობიქტები აუქციონის წესით იყიდება. აუქციონზე 13 შენობა–ნაგებობაა გატანილი. შენობა–ნაგებობების ნაწილი მიწის ნაკვეთთან ერთად გაიყიდება. გასაყიდთაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია, მათ შორის არის გრ. ხანძთელის ქუჩა N21ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის ღირებულებაც 1 900 000 ლარად არის შეფასებული.

საერთო ჯამში, გასაყიდი 13–ივე ობიექტის ღირებულება 3 802 200 ლარია.

თეგები: გაყიდვამერიაშენობა