სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

27 ივნისს ქუთაისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

26 ივნისი, 2016 • ნიუპრესი • 35

27 ივნისს ქუთაისის ნაწილს  წყლის მიწოდება შეუწყდება

რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს.

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ მოსალოდნელი შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ამჯერად, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ნიკეას, თაბუკაშვილის, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, სულხან-საბასა და გუგუნავას ქუჩებს, ასევე სოფელ ქვიტირს, ოფშკვითს, უკანეთსა და მესხეთს.

შეზღუდვა 27 ივნისს 02.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე გასტანს.

შეგახსენებთ, ქუთაისში „კოქსის“ პროექტის II ეტაპის ფარგლებში რეაბილიტირებული ქსელის გადართვითი სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს.

თეგები: წყალმომარაგება