სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

29 ივნისი, 2016 • ნიუპრესი • 38

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობა არ დასტურდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. საგარეო უწყება განმარტავს, რომ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

შეგახსენებთ, გუშინ, საღამოს 22:15 საათზე, ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მეგობრებთან დაკავშირების სისტემა დააყენა სოციალურმა ქსელმა “ფეისბუკმაც.”

თეგები: თურქეთიცხელი ხაზი