სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მივესალმებით იდეების ქურდობას”–რომან გოცირიძე

6 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 37

“მივესალმებით იდეების ქურდობას”–რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პარტიის ეკონომიკური პროგრამა ქუთაისში წარადგინეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ბიზნესისთვის მომგებიანი არაა, ამიტომ ინვესტიციები შემცირებულია.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მიუთითებს პრობლემებზე. მაღალია გადასახადები და რეგულაციები. წინა ხელისუფლების დროს საზღვარგარეთიდან 700 მილიონის ავტომობილი შემოდიოდა, ახლა მხოლოდ 700 000 ათასის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ავტომობილის შემომყვანს რეგულაციები გაურთულეს. მთავრობას იდეების პრობლემა აქვს, რაც არის, ისიც ჩვენგან მოიპარეს. მივესალმებით იდეების ქურდობას, თუ მათი 5% მაინც შესრულდება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის როლი საერთაშორისო ასპარეზზე შემცირდა და საქართველო წინა წლებისგან განსხვავებით, მსოფლიოში ვერც ერთი პროგრამით მსოფლიო ათეულში ვეღარ ხვდება.

გოცირიძემ დღეს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინა.

თეგები: ბიზნესიგოცირიძეინიციატივა