15 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი გაიმართება. სპექტაკლი, რომელიც მერიის, თეატრისა და ა (ა) იპ “ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისათვის” მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედოა. მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ.
„აზდაკის ბაღი“ წარმოგიდგენთ, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით შექმნილ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს “ბოშები”.
სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება, ბილეთები თეატრის სალაროში იყიდება .