სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნიის საატესტაციო კომისიას გივი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს

13 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 55

იმერეთის გუბერნიის საატესტაციო კომისიას გივი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს

ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლების შერჩევა განცხადებების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში მოხდება.

იმერეთის გუბერნიაში 5 პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე განცხადების მიღება დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა. გუბერნიაში ვაკანსიები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, სტრუქტურული ერთეულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ასევე გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე იყო გამოცხადებული. პირველი ეტაპი საბუთების მიწოდებას გულისხმობდა. მეორე ეტაპზე კი გასაუბრება მოხდება. როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომელი სალომე ჩინჩალაძე განმარტავს, კანონის შესაბამისად კონკურსი განცხადებების მიღებიდან არაუგვიანებს სამ თვეში უნდა გაიმართოს.

ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს საატესტაციო კომისია შეარჩევს. კომისიას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს. კომისაში ასევე იქნებიან ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, მერაბ კეზევაძე, ნინო თვალთვაძე, გურამ გვანცელაძე, ელენე ბერეკაშვილი. გასაუბრების ჩატარების ზუსტი დრო უცნობია, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია ვაკანსიებზე შესულ განცხადებებზე.

თეგები: გუბერნატორივაკანსიამონაწილეები