სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

Forbes-ის ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში ბაკურიანი მოხვდა

20 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 32

Forbes-ის  ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში  ბაკურიანი მოხვდა

გამოცემა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა. როგორც მასალაშია აღნიშნული, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი და სხვა.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

პოპულარული საზაფხულო კურორტების სიაში ასევე მოხვდნენ კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.

თეგები: ბაკურიანიკურორტი