ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

4 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 38

ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

პოლიტიკური პარტიების მიერ შემოწირულების სახით მიღებული თანხა 3 486 119 ლარია.

პოლიტიკურმა პარტიებმა ივლისში შემოწირულების სახით ჯამში 3 486 119 ლარი მიიღეს. აღნიშნულიდან ყველაზე მეტი – 2 124 570 ლარის შემოწირულება პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის.
აღნიშნული კუთხით მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც შემოწირულების სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი – 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.
შემოწირულების თვალსაზრისით სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „თავისუფალი დემოკრატები“ – 195 800 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 184 811 ლარი, „გირჩი“ – 103 994 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9 590 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 120 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 100 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია’ – 51 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 40 ლარი.
ამასთან, 21 500 ლარი აქვს მიღებული დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას, 9 500 ლარი – ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი შიხიაშვილს და 3 ათასი ლარი – გიორგი აფციაურს.

თეგები: არჩევნებითანხაოცნება