სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

12 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 31

ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

წელს 160 ეზოს მოწყობა მოხდება.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური პროექტს “ეზოების კეთილმოწყობა” ახორციელებს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია თანხის 90%-ს, ხოლო მოსახლეობა 10%-ს ხარჯავს.“. პროექტით მიმდინარე წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან 107- ეზო უკვე დასრულებულია.

ქალაქის მერმა დღეს ბუკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მიმდემი”აწარმოებს.

” სერიოზული ტემპი გვაქვს , ამ ეტაპისთვის უკვე 107 ეზო გაკეთდა და დაახლოებით თვენახევარში სრულად იქნება სამუშაოები ამ მიმართულებით შესრულებული . ჩვენთვის ასევე მთავარია ხარისხი, ამიტომ მონიტორინგს ვუწევთ ყველა პროექტს. “- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

თეგები: თვითმმართველობა