სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოოპერატივების მოტობლოკების აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება(R)

24 აგვისტო, 2016 • ნიუპრესი • 24

კოოპერატივების მოტობლოკების აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება(R)

განაცხადების მიღება 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცხადდება რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25 უნდა წარმოადგინოს განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.

განაცხადები მიიღება დღეიდან, 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

აგრო-კომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქარველოს მთავრობის 6 განკარგულება რომლითაც, 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს გადაეცა 1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი.

თეგები: ეკონომიკამოტობლოკი