„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, კახაბერ შარტავამ დღეს, სასტუმრო „რედისონში“, მაჟორიტარობის 17 კანდიდატი წარადგინა. წარდგენილი კანდიდატები ქვყნის მასტაბით დფასახელდა. ქუთაისის სამი სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატურა მხოლო ერთში – #48 საარჩევნო ოლქში დასახელდა. “ეროვნული ფორუმის” სახელით კახაბერ დვალიშვილი იბრძოლებს. დვალიშვილი ამჟამად ქუთაისის საკრებულოს წევრია, სადაც იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობს.
წარდგენილი კანდიდატებიდან დასახელდა თრჯოლის #50 საარჩევნო ოლქში- მაია კლდიაშვილი, ზესტაფონის #52-ში მერაბ ფანჩულიძე, ვანი-ხონის ოლქში #54 – ვლადიმერ კახიანი, საჩხერეში #53,- მალხაზ აბრამიშვილი.
პარტიის ლიდერების განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები ძველი “ფორუმელები” არიან.
მათი თქმით, თბილისიდან კანდიდატების წარდგენა დასრულდა და „ეროვნული ფორუმი“ რეგიონებში გასვლას იწყებს.