სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს ვერ შეხვდნენ

12 სექტემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 34

იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს ვერ შეხვდნენ

აქცია მესხიშვილის თეატრის უკან გაიმართა.

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრას მართავდა, იპოთეკით დაზარალებულებმა და “თავისუფალი ზონის” წევრებმა აქცია გამართეს.

იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ივანიშვილს იპოთეკით დაზარალებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

აქციის მონაწილეები ივანიშვილს თეატრის უკვან ელოდებოდნენ, თუმცა ყოფილმა პრემიერი წინა შესასვლელით გამოვიდა და ტერიტორია დატოვა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოყვა. ისინი ივანიშვილს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ.

თეგები: აქციაიპოთეკით დაზარალებულები