სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტმა ქუთაისელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

პრეზიდენტმა ქუთაისელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

წელს ქუთაისის საჯარო სკოლებში 3259 პირველკლასელი მივიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიულოცა, შემდეგ კი პრეზიდენტი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში მივიდა.

პირველ საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის აღნიშვნას დაესწრნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. მათ საზეიმო მიღებაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართეს.

დღესვე პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სკოლის მუზეუმი დაათვალიერა და პირველკლასელები მოინახულა.

წელს ქუთაისის საჯარო სკოლებში 3259 პირველკლასელი მივიდა.

საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB გადაეცემათ.

თეგები: სასწავლო წელი