სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი?

16 სექტემბერი, 2016 • ნიუპრესი • 28

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი?

მონაცემებში რუსეთი ლიდერობს.

2016 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.3 %-ით მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.

რუსეთი – 37 მლნ დოლარი
აშშ – 11,7 მლნ დოლარი
იტალია – 10,5 მლნ დოლარი
საბერძნეთი – 10,4 მლნ დოლარი
თურქეთი – 8 მლნ დოლარი
ისრაელი – 5,5, მლნ დოლარი
აზერბაიჯანი – 2,5 მლნ დოლარი
გაერთიანებული სამეფო – 2,4 მლნ დოლარი
გერმანია – 2,4 მლნ დოლარი
უკრაინა – 1,7 მლნ დოლარი

თეგები: ეკონომიკაფულადი გზავნილი