სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”-ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ქუთაისში

13 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 31

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”-ჟურნალისტების საპროტესტო  აქცია  ქუთაისში

ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

“მოგვეცით მუშაობის საშუალება”, “თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე”, “არა აგრესიას ჟურნალისტებზე”, “მედია ზეწოლის გარეშე”, “პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია”,- ამ მოთხონებით, ხვალ, 12:00 სააათზე ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართება.

მედიის წარმომადენლები ამ ფორმით, ქუთაისის 90 -ე უბანზე მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს 90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისათვის დაკითხული არიან დაზარალებული ჟურნალისტები და უბანზე მყოფი პოლიციელები.

თეგები: აქცია