სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერეთის თემის 4 სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი ხორციელდება

31 ოქტომბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

მერეთის თემის 4 სოფლის  სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი ხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.

თეგები: ეკონომიკასარწყავი