სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა

2 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა

ქუთაისში გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა.

ღონისძიება, ქუთაისის სპორტის სასახლეში 3,4 და 5 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ტურნირის მონაწილეები უზრუნველყოს სასტუმრო და კვებითი მომსახურებით.

გალაქტიონ ჩიქოვანმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისში პირველი ფარიკაობის სექცია ჩამოაყალიბა და ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას დაუდო სათავე. გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს რამდენიმე წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი.

თეგები: კონკურსი / ანონსისპორტი