ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეცხრე მოწვევის პარლამენტი აქციების ფონზე იწყებს მუშაობას [VIDEO + PHOTO]

18 ნოემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მეცხრე მოწვევის პარლამენტი აქციების ფონზე იწყებს მუშაობას [VIDEO + PHOTO]

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს აქციების ფონზე უწევს მუშაობის დაწყება. პარლამენტის შენობის წინ უკვე შეკრებილი არიან პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და იპოთეკით დაზარალებულები. ისინი პარლამენტისაგან ფუნდამენტური კანონების მიღებას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებლად გასატარებელია ცვლილებები შრომის კანონმდებლობის, განათლების, ნარკოპოლიტიკის სფეროში.

აქციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ახალი მოწვევის პარლამენტარებს, დროულად დაიწყონ ამ კანონებზე მუშაობა.

პარლამენტში უკვე იმყოფება დეპუტატების თითქმის სრული შემადგენლობა, აქ მოვიდნენ ქუთაისის მაჟორიტატი დეპუტატები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები. პარლამენტში ელოდებიან პრეზიდენტს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს.

თეგები: აქციაპარლამენტიქუთაისი