სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გოგონათა და ვაჟთა შორის ჭადრაკში ჩემპიონატი მიმდინარეობს

18 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 30

ქუთაისში გოგონათა და ვაჟთა შორის ჭადრაკში ჩემპიონატი მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 5 000 ლარია.

ქუთაისში ჭადრაკის ჩემოპიონატი ტარდება. ,,დავით ჩირაძის მემორიალმა ჭადრაკში გოგონათა და ვაჟთა შორის“ სტარტი აიღო მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სპორტულ სკოლაში. მასში მონაწილეობს 3 რეგიონის: იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის 4 გუნდი.

შეჯიბრება 3 ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს -7 წლამდე, 8 წლამდე და 10 წლამდე სპორტსმენებში.

19 ნოემბერს 19 საათზე გაიმართება ტურნირის დახურვა, გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, მედლები, თასები. ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 5 000 ლარია.

თეგები: სპორტიქუთაისიჭადრაკი