ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან ბანერი დაიდგა, სადაც მსურველები იმ გავრცელებულ ფრაზებს წერდნენ, რომელიც ხშირად ისმის ქალბატონების მიმართულებით.
“არა გენდერულ სტერეოტიპებს”,-ამ სახელწოდების აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების, „უფლებებისა და განათლებისათვის“ , „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“(IWPR), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში(EUMM) ორგანიზებით გაიმართა.
“ლამაზი ქალი არ შეიძლება ჭკვიანიც იყოს”, “ქალი ვიცი “კუხნაში”, “ქალის ადგილი ძალოვან სტრუქტურებში არ არის”,- აღნიშნული ფრაზები აქციის მონაწილეებმა სპეციალურად შექმნილ ბანერზე დაწერეს.
აქცია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება.