სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

15 დეკემბრიდან პასპორტის აღება 50 ლარად იქნება შესაძლებელი

10 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

15 დეკემბრიდან  პასპორტის აღება 50 ლარად იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტრო პირადობების უფასოდ გაცემის მორიგ ეტაპს იწყებს. 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს პირადობის მოწმობის აღება უფასოდ, ბიომეტრული პასპორტის აღება კი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. აქცია 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ პერიოდში პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად იქნება შესაძლებელი. ასევე უფასო იქნება ფოტოს გადაღებაც. სამინისტრომ მსგავსი აქცია რამდენჯერმე გამართა.

თეგები: აქციამოწმობაპირადობა