ქუთაისში, თიბისი გალერეაში მხატვარ ქრისტინა რობაქიძის სამხატვრო სტუდიის ბავშვთა ნაშრომების გამოფენა გაიმართა. ქრისტინა რობაქიძის განცხადებით, სტუდია ერთი წლის წინ შეიქმნა და სიმბოლურად ერთი წლის შემდეგ შემაჯემებელი გამოფენა მოეწყო. სტუდიაში 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები დადიან. გამოფენაზე სულ წარმოდგენილი იყო 40 პატარა მხატვრის რამდენიმე ასეული ნამუშევარი. ასევე გამოფენილია მხატვრის რამდენიმე ტილო.
“ბავშვები მუშაობისას ნათელ ფერებს ირჩევენ და მათი მხატვრობა ფერადია”,- განაცხადა ქრისტინა რობაქიძემ. გამოფენას ნახატების ავტორებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, მოსწონთ მათი ნახატების გამოფენა რომ მოეწყო.
