“წლები მემატება და სამშობლო მიპატარავდება, უფალს ვთხოვ, რომ ამ წელიწადში ჩემი სამშობლო აღარ დაპატავდეს”,- ასეთი სურვილით ხვდება ახალი წლის დადგომას მერაბ კვიცარიძე. ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ექიმი, პოეტი და ქველმოქმედი აცხადებს, რომ ბედნიერი მხოლოდ გამთლიანებულ საქართველოში იქნება.
“ყოველი წლის 2 იანვარს ჩამოვწერ ხოლმე, რა უნდა ვაკეთო იმ წელიწადში, ერთი ნატვრა ყოველთვის შეუსრულებელი მრჩება, რომელიც მომდევნო წელში გადადის. ეს არის ჩემი ნატვრა, რომ აფხაზეთში ქართველი ბიჭის და აფხაზი გოგოს ქორწილში ვითამადო”.