სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სად შეგიძლიათ წაიყვანოთ ბავშვები ახალი წლის დღეებში?

1 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

სად შეგიძლიათ წაიყვანოთ ბავშვები ახალი წლის  დღეებში?

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 13 იანვრამდე გაგრძელდება.

1, 2 და 3 იანვარს -ოპერის თეატრში ნიღბების თეატრის წარმოდგენა გაიმართება. (დასაწყისი 2 იანვარს- 14 საათზე, 1 და 3 იანვარს 16 საათზე)
3 და 4 იანვარს ყინული მოედანზე ბავშვებისათვის საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა მოეწყობა. (3 იანვარს-16 სთ, 4 იანვარს -14 სთ.)

7 იანვარს – საშობაო მსვლელობა „ალილო“ ტრადიციულად 12 საათზე დაიწყება.

8 იანვარს – ოპერის თეატრში საბავშვო მიუზიკლი „საშობაო ზღაპარი“ 18:00 სთ-ზე დაიწყება.

13 იანვარს – 18 სთზე ოპერის თეატრში საშობაო კონცერტია დაგეგმილი.

ახალი წლის დადგომა ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გამართული გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა.

ადგილობრივებს 2017 წლის დადგომა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორმა სოსო ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად სცენიდან მიულოცეს.

თეგები: ახალი წელიბავშვები