წყალტუბოს სოფლებს ოფშკვითს და ტყაჩირს გაზმომარაგება რეგიონში გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო შეუწყდა, -ამის შესახებ ინფორმაციას შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება კი ეტაპობრივად აღდგება 30 იანვარს, 18:00 საათიდან.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, ასევე უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.