სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქართულმა ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა [VIDEO]

27 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 35

ქართულმა  ფილმმა ჰოლივუდში 5 ნომინაციაში გაიმარჯვა [VIDEO]

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ რეჯისორმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაციაში “საუკეთესო პროდიუსერი” – პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო. ნომინაციაში “საუკეთესო სცენარის ავტორი” – თამარ ბართაიამ, ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” – ნანა ჯორჯაძემ, ნომინაციაში “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” – მიხეილ კვირიკაძემ. ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” – რევაზ ხეცურიანმა.

ფილმს უკვე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული მოიპოვა;

საფრანგეთში გამართულ OENOVIDEO – ს ღვინის კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი.

ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed.

ფილმი დაფინანსებულია “მარანი ხეცურიანი”-ის მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

თეგები: კულტურაქართული ფილმიჰოლივუდი