ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიან ვადას ითხოვს [VIDEO]

7 მარტი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერია გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიან  ვადას ითხოვს [VIDEO]

ქუთაისის მერიაში ახლახანს დასრულდა მძღოლებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა.

როგორც შეხვედრიდან გამოსული მძღოლები აცხადებენ, მერია გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიან ვადას ითხოვს, ვიდრე ქალაქის მერი დაბრუნდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება გაძვირების შესახებ მიღებული იქნება.

მძღოლები მერიის შეთავაზებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, ახლა რომ სამუშაოდ გავიდნენ, შემდეგ მერია ტრანსპორტის ფასის მომატებას არ დათანხმდება.

მძღოლების ერთი ნაწილის აზრით, სამუშაოდ იმ შემთხვევაში გავლენ, ამ ათი დღის განმავლობაში საწვავს შეღავათიან ფასად თუ მიიღებენ.

თეგები: მერია