ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროპაში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდანაა შესაძლებელი

9 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1

ევროპაში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდანაა შესაძლებელი

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 – დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

თეგები: სამართალიუვიზო