“გაიღე სისხლი- აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“-აქციის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების მიზნით სისხლი ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა გაიღეს. აქციაში მერიის ააიპ-ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ.
სისხლი შეგროვდა მ.იაშვილის ცენტრალურ კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკისთვის. აღნიშნული კლინიკა საქართველოში ერთადერთია, სადაც მკურნალობის კურსს გადიან ლეიკემიით დაავადებული ბავშვები.
ბავშვების დასახმარებლად ანალოგიურ აქციებს ქუთაისის მერია პერმანენტულად აწყობს.