ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “სიყვარულის ხეივანი” გაშენდა

25 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში  “სიყვარულის ხეივანი” გაშენდა

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში “სიყვარულის ხეივანი” გაშენდა. ინიციატივის ავტორმა იზა ვეფხვაძემ მსურველებთან ერთად 50 ძირი ცაცხვი დარგო. ნერგების დარგვაში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყო. ღონისძიებაზე სტუმრები მოწვეულნი იყვნენ, თბილისიდან და ხარაგაულიდან. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელთა ხეივნები არსებობს.

შეგახსენებთ, “სიყვარულის ხეივნის” გაშენების იდეა სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „მე შენ მიყვარხარ“ ფარგლებში დაიგეგმა. ინიციატივის ავტორი ხარაგაულის სახალხო თეატრის დამაარსებელი და დირექტორი იზა ვეფხვაძეა.

თეგები: გაშენებახეივანი