სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

13 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს – 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

თეგები: ამანათისამართალი