ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სერბეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

18 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 23

სერბეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

“ლაშა წყალტუბსკი” 2014 წლიდან იძებნებოდა.

იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, სერბეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” ლაშა ნიჟარაძე, იგივე “ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს. ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდების დევნა დაიწყო. “ლაშა წყალტუბსკის” ბრალად სხვა კრიმინალებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნა ედება, რომელიც ევროპის ფარგლებში ქურდობით, რეკეტითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

თეგები: სამართალიქართველი "კანონიერი ქურდი"