ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”- აქციების სერია გრძელდება

1 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”- აქციების სერია გრძელდება

“არ დავუშავთ კონსტიტუციური ნორმის ამოღება ან შეცვლა, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”-ამ მოწოდებით 2 მაისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართება.

“ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა და მისი სრულფასოვნად ფუნქციონირება, ველოდებით 2 მაისს, 14 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედაზე, კოლხურ შადრევანთან. ერთად გამოვხატოთ პოზიცია კონსტიტუციის 48 მუხლთან დაკავშირებით, რომელშიც პარლამენტის ადგილმდებარეობაა მითითებული. არ დავუშავთ ამ კონსტიტუციური ნორმის ამოღება ან შეცვლა. ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”, -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით აქციების სერია და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

თეგები: აქციაპარლამენტიქუთაისი