ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის”- აქცია ქუთაისში

23 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

“შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის”- აქცია ქუთაისში

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, წარწერები გამოჩნდა – “შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის”, რაც შს სამინისტროს უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის მთავარი დევიზია.

აღნიშნული წარწერები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის ცენტრში, ზებრა-გადასასვლელებზე ქუთასის მერიის “სპეციალურ სამსახურთან” ერთად განათავსეს.

“ასეთი განსხვავებული და საგანმანათლებლო მიდგომებით შევძლებთ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

შს სამინისტრომ აღნიშნული აქცია უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის ფერადი “ზებრა” გადასასვლელები სხვადახვა ქუჩებზეც მოიხატება.

დღეს ქუთაისში 3 ზებრა გადასასვლელი განახლდა. აქციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

თეგები: აქცია