ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის გახსნაზე “გორდელა” იმღერებს

29 ივნისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის გახსნაზე  “გორდელა” იმღერებს

რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 6 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ ანსამბლი “გორდელა” მოიწვია, რომელიც პარკში კონცერტს გამართავს. ღონისძიებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 2 625 ლარს იხდის. ანსამბლ “გორდელას” კონცერტი ” წლის კალენდარული ღონისძიებების” ფარგლებში იმართება.

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები და ურნები.

პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

თეგები: პარკიქუთაისი