ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება

5 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება

ქუთაისის მერია სპორტული მოედნების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად სპორტული კომპლექსის განთავსება ორ ობიექტზე, ჩხობაძის ქუჩის #43 და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში იგეგმება.

აღნიშნულის მოსაწყობად ადგილობრივი თვითმმართველობა 50 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი.
ყველა ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ტრენაჟორი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინს, მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. ტრენაჟორზე საინფორმაციო სტიკერის (დაფა) სახით გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტები. ასევე მოხდება ტრენაჟორების გადახურვა.

მიმწოდებელიმა სამუშაოები 30 ოქტომრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

თეგები: მოედნები