ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

13 ივლისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

14 ივლისს მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისშიც გაიმართება.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზატორების განცხადებით, 15:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და საოკუპაციო ხაზთან გამართულ აქციას სიმბოლურად შეუერთდებიან.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომლისთვისაც ოკუპაცია მტკივნეული თემაა.

“შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ოკუპაცია, ვიდრე კაზაკები შემოვლენ და “დაიცავენ ” საზღვარს. შევიკრიბოთ ყველა და არ ვიკითხოთ, აქცია ვისი ორგანიზებულია. ერთად დავაორგანიზოთ სამოქალაქო პროტესტით მასიურად ყველა ქალაქში”-აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ნარსია.

ფოტო: “ნიუპრესის” არქივიდან

თეგები: აქციაორგანიზატორები