მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. ბიჭი გუშინ ქუთაისში, სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
”შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მიმდინარეობს მდინარის სიღრმეში”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.