ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია Wizz Air-ის ჟურნალში 6 500 ევროს ღირებულების რეკლამას განათავსებს

27 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მერია  Wizz Air-ის ჟურნალში 6 500 ევროს ღირებულების რეკლამას განათავსებს

ქუთაისის მერია Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში 6 500 ევროს ღირებულების რეკლამას განათავსებს.

როგორც ხელშეკრულებაში წერია კომპანია Wizz Air-მა ორი თვის განმავლობაში, აგვისტო-სექტემბერში საბორტო ჟურნალში უნდა განათავსოს ქუთაისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის პოპულარიზაციისთვის და ტურისტების მოსაზიდად კომპანიის ჟურნალში დაიბეჭდება ინფორმაცია ქუთაისის შესახებ, თავისი ფოტო მასალით.

აღნიშნული მომსახურეობით ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელსაც ისარგებლა.

თეგები: მერია